მთავარი რელიგია 25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეა

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეა

0 1383

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. როგორც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ დღეს საპატრიარქოში განაცხადა, ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა ხვალ, 18:00 საათზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება, ხოლო სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 25 დეკემბერს, 10:00 საათზე, დაიწყება. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 38-ე წელი სრულდება. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი