მთავარი კულტურა ხელნაკეთი ნამუშვრების საახალწლო გამოფენა

ხელნაკეთი ნამუშვრების საახალწლო გამოფენა

0 859

24 დეკემბერს, 16:30 საათზე – ვაკის პარკის მედიათეკაში, ასოციაციის „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ოჯახის გაძლიერების პროექტი გეპატიჟებათ ხელნაკეთი ნამუშვრების საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე.

ნამუშევრები შექმნილია პროექტის მონაწილე ბავშვებისა და მათი მშობლების მიერ ხელოვნების კლუბისა და არტ-თერაპიის ფარგლებში.

” ჩვენ გიწვევთ ყველას – ჩვენს პარტნიორებს, მუდმივ მხარდამჭერებს, მოხალისეებსა და ორგანიზაციის გულშემატკივრებს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეიძინოთ ულამაზესი ნამუშევრები მოახლოებული საშობაო განწყობის შესაქმნელად!

ჩვენი პროექტის მონაწილეები მოუთმენლად ელიან თქვენს სტუმრობას. მათ აქვთ სამომავლო გეგმები, ოცნებები და სურვილები, რაც დამოუკიდებელი ცხოვრების მეტ შესაძლებლობას უკავშირდება.

თითოეული ნივთის შეძენით თქვენ ხელს უწყობს მათ, ოცნებებისა და სურვილების ასრულებაში!

დავიწყოთ ახალი წელი სიკეთის გაზიარებით!”

jh

12376153_1027822057278446_542251899884361287_n

1919189_1027822023945116_3588571088391292225_n

996687_1027825183944800_955006475456493475_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი