მთავარი კულტურა წიგნი „მესხური ფოლკლორი’’ – პრეზენტაცია

წიგნი „მესხური ფოლკლორი’’ – პრეზენტაცია

0 992

კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი’’ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მწერლები, ფოლკლორისტები, მეცნიერები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წიგნში თავმოყრილია მესხური ფოლკლორი მე-19 საუკუნიდან დღემდე და აერთიანებს როგორც დღევანდელი სახალხო მთქმელების პოეზიას, ასევე აშუღური პოეზიის ნიმუშებს. წიგნის შექმნის მიზნით, ჩატარდა მცირე საველე ექსპედიციები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, შედგა შეხვედრები სოფლის უხუცეს და ფოლკლორით დაინტერესებულ ადამიანებთან, შეგროვდა საინტერესო მასალები, რომელიც მოძიებულია საქართველოს მუზეუმებში, სხვადასხვა არქივებში, უმაღლესი სასწავლებლების ფოლკლორის განყოფილებებში, ქართულ პერიოდულ გამოცემებსა და წიგნად ფონდებში.

პროექტის ავტორი გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორი ავთანდილ ბერიძეა.

წიგნის „მესხური ფოლკლორი“ გამოცემა მიზნად ისახავდა ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურის შევსებას, მესხური ფოლკლორის გადარჩენასა და მის პოპულარიზაციას.

წიგნი განკუთვნილია როგორც სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ასევე სტუდენტებისა და ფოლკლორით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი