მთავარი საზოგადოება ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად კამპანია “ნარინჯისფერი მსოფლიო” დაიწყო

ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად კამპანია “ნარინჯისფერი მსოფლიო” დაიწყო

გაეროს გენდერული თანასწორობის სააგენტოს, UN Woman-ის,მონაცემებით მსოფლიოსგარშემო ყოველი მესამე ქალი ცხოვრების მანძილზე განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას, უმეტესად საკუთარი ინტიმური პარტნიორების მხრიდან. „ქალზე ძალადობა რჩება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ, და რეაგირების გარეშე დატოვებულ, ადამიანის უფლებათა დარღვევად. ეს ერთდროულად წარმოადგენს გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზსა და შედეგს.მისი არსებობა არაბალანსირებული საზოგადოების ერთ-ერთი ნათელინიშანია და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება მისი შეცვლაა“ – განაცხადა UNWoman-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და გენერალური მდივნის თანაშემწემ ფუმზი-ლემლამბო-ნგკუკამ.
25 ნოემბრიდან – (ქალზე ძალადობისაღმოფხვრის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებათა დაცვის დღე) გაერთიანებული ერები სქესზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი სოციალური მობილიზაციის კამპანიისაკენ მოგვიწოდებს. მსოფლიოს გარშემო სიმბოლური მონუმენტების ანთებიდან დაწყებული მრავალრიცხოვანი ფორუმების გამართვის ჩათვლით მიმდინარე „გაანარინჯისფერე მსოფლიოს“ კამპანია მოიცავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ხალხის მობილიზებას ქალებისა და გოგონების მდგომარეობის შესაცვლელად.
წელს გაეროს გენერალური მდივნის პან გი-მუნის მხარდაჭერით კამპანია, „გავერთიანდეთ ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად“, თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს ნარინჯისფერის გამოყენებისაკენ, რომელიც ძალადობისაგან თავისუფალ, ნათელ მომავალს აღნიშნავს. „გაანარინჯისფერე მსოფლიოს“ ინიციატივა კონცენტრირებულია ქალზე ძალადობის პრევენციის საკითხზე 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმის კონტექსტში, რომელიც ასევე ითვალისწინებს გენდერზე დაფუძნებული ძალადობის აღმოფხვრას.
გაეროს 150 წლისთავის ოფიციალურ საზეიმო აღნიშვნაზე ნიუ-იორკში, გენერალურ შტაბ-ბინაში, ქალზე ძალადობის აღმოფხვრის პირველი კონვენცია ამოქმედდა და მსჯელობა გაიმართა ძალადობის პრევენციის სტრატეგიების შესახებ. აღინიშნა, რომ განგრძობადი ეფექტის მისაღებად ბევრმა სექტორმა, მონაწილემ და დაინტერესებულმა სუბიექტმა ერთად უნდა იმუშაოს. რამ-
დენიმე განხილული პრევენციული ზომა მოიცავს: საზოგადოების მობილიზაციას სოციალური ნორმების შესაცვლელად, პროცესში ამომწურავი სასკოლო ღონისძიებების ჩართვას – რომლის სამიზნე ჯგუფი მოსწავლეები და მომუშავე პერსონალი იქნება, ტრენინგებს გენდერულ თანასწორობაზე, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებასა და შემოსავლის უზრუნველყოფას.
16 დღიანი აქტივიზმის ფარგლებში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში დაგეგმილია განსხვავებული ღონისძიებები, რომლებიც ითვალის-წინებს
მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების განათებას, მათ შორისაა: ნიაგარას ჩანჩქერი, ბელგიაში ევროკომისიისა და საფრანგეთში ევროპის საბჭოს
შენობები.
UN Woman-ი თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოს გარშემო მოგვიწოდებს, შევუერთდეთ ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ქუჩების,
სკოლების, ღირსშესანიშნაობების, ან უბრალოდ, Facebook-ის გვერდების განარინჯისფერებით.
საქართველო უკვე შეუერთდა აღნიშნულ კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად კედელი მოხატავა. ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ამპანია 25 ნოემბერს გაიხსნა და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისა-ხავს. კამპანიის სლოგანია: არა ძალადობას! თქვი
არა!
კედლის მოხატვის აქცია სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ. სტუდენტებს შეუერთდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამარ ბარკალაია, სამინისტრო მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურობისა და მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

წყარო : გაზეთი OBSERVER

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი