მთავარი უცხოეთის ამბები უკრაინის შსს ეკა ზღულაძის დაკავების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებას

უკრაინის შსს ეკა ზღულაძის დაკავების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებას

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო შს მინისტრის მოადგილის  ეკა ზღულაძის დაკავების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებას.

როგორც სამინისტრო აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ,რომ  ეკა ზღულაძე დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა მინისტრის პირველი მოადგილე კიევში იმყოფება.

ამასთან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური ახორციელებს ძებნას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის  ვიტალი ზახარჩენკოს მიმართ, რომელიც  2014 წლის  26 თებერვალს გაუჩინარდა. უკრაინის შსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შს  მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე “ბორისპოლის” აეროპორტში დააკავეს, უკრაინიდან  რამდენიმე მილიონი დოლარის გატანისთვის.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი