მთავარი პოლიტიკა ტყუილები მოსაჩხლართი აქვთ იმ ქალბატონებს, ახლა რატომღაც რომ გაახსენდათ, რომ თურმე ღირსება...

ტყუილები მოსაჩხლართი აქვთ იმ ქალბატონებს, ახლა რატომღაც რომ გაახსენდათ, რომ თურმე ღირსება აქვთ

0 845

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ვიცესპიკერს მანანა კობახიძეს პასუხობს.

“დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები სასამართლოს დარბაზსში მასაც და მის ამხანაგ ქალბატონსაც, რომლებიც გამდიდრებას აპირებდნენ პატიმრებზე. სადაც უნდათ მიჩივლონ. მე იმ საქმეს ამ ხელისუფლების ირობებში თუ არა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და დავუმტკიცებ იმას, რასაც ვლაპარაკობ.

ტყუილები მოსაჩხლართი აქვთ იმ ქალბატონებს, ახლა რატომღაც რომ გაახსენდათ, რომ თურმე პატივი და ღირსება აქვთ და ამის გამო უნდა მიჩივლონ. მიჩივლონ , დაველოდები სასამართლოში”-აცხადებს ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2-თან” საუბარში.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

ცნობისთვის, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს ჰქონდათ არაჯანსაღი, კატეგორიული ინტერესი „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით. ელისაშვილის განცხადებით, დეპუტატები მას ურეკავდნენ, მესიჯებს უგზავნიდნენ კატეგორიული მოთხოვნით.

“ვაზუსტებ, რომ დიახაც, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს ჰქონდათ ძალიან არაჯანსაღი, დაჟინებული და კატეგორიული ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ „კოკანინის საქმის“ ფიგურანტების შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ სხვა მსჯავრდებულების შეწყალება არ აინტერესებდათ, არადა ათასობით მსჯარდებული იყო მაშინ საპატიმროში. მათ აინტერესებდათ მხოლოდ და მხოლოდ „კოკანისის საქმის“ ფიგურანების შეწყალება და ჩემგან მხოლოდ ამ ადამიანების შეწყალებას ითხოვდნენ დაჟინებით. მირეკავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ, ძალიან კატეგორიული ტონით მესაუბრებოდნენ და ამის გარდა იყო პარალელურად ინფორმაცია, რომ ამ არაჯანსაღი ინტერესის მიღმა კიდევ სხვა დაინტერესებაც და ანგარებაც იმალებოდა”-განაცხადა

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი