მთავარი მედიცინა საქართველო C ჰეპატიტის გარეშე

საქართველო C ჰეპატიტის გარეშე

0 885

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მალე საქართველოში ახალი პრეპარატი „ჰარვონი“ შემოვა, რომელიც ვირუსს უფრო ეფექტიანად განკურნავს.

მე და ჯანდაცვის მინისტრმა გადავწყვიტეთ, ერთობლივი ბრიფინგი ჩაგვეტარებინა და მოგაწოდოთ ძალიან პოზიტიური ინფორმაცია, მით უმეტეს, გუშინდელი, ძალიან პოზიტიური ინფორმაციის და დღის შემდეგ.

მოგეხსენებათ, წელს, აპირლში დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, გადაწყვეტილი იყო, რომ პირველ ეტაპზე C ჰეპატიტით დაავადებული 5 ათასამდე პაციენტისთვის გვემკურნალა და შედეგების შეჯამების შემდეგ, დაგვეწყო მეორე ეტაპი.

პირველმა ეტაპმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ამერიკელ პარტიონრებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე, გადავწყვიტეთ, რომ C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების შესახებ გაცნობოთ.

პირველივე ეტაპზე, პროექტმა ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენი პროექტი შეაფასა, როგორც ერთერთი საუკეთესო და უნიკალური მთელს მსოფლიოში. ჩვენი ამერიკელი პარნტიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით.

დღეს გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე – მალე საქართველოში შემოვა უახლესი თაობის პრეპარატი, ეს გახლავთ „ჰარვონი“, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება.

მე შეგახსენებთ, რომ ერთი პაციენტის მკურნალობა, დაახლოებით 80-დან 100 ათას დოლარამდე ჯდება. ჩვენი სახელმწიფო, ამერიკის მთავრობის დახმარებით, და კომპანია „გილიადის“ დახამრებით, ამ პრეპარატს აბსოლუტურად უფასოდ ვაძლევთ პაციენტებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მკურნალობა ეფექტიანია და დაავადებულთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდა.

„რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ბოლო კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რომ მათმა სრულმა უმრავლესობამ სრულად დაამარცხა C ჰეპატიტის ვირუსი, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, წარსულში პაციენტებს მივულოცო ძალიან საშინელი ვირუსის დამარცხება“, – თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი