მთავარი პოლიტიკა საზოგადოება მოექცევა სრული კონტროლის ქვეშ, მაღალჩინოსნები კი ივლიან “ნარუშილოვკით”

საზოგადოება მოექცევა სრული კონტროლის ქვეშ, მაღალჩინოსნები კი ივლიან “ნარუშილოვკით”

0 690

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის საზოგადების დიდი ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა რომ თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ.

ხმაური მოჰყვა, სამინისტროს კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალსიწინებს.

შს სამინისტროს კანონპროექტის მოწინააღმდეგთა რიგებშია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია.

როგორც მან “ნიუპოსტთან” საუბრისას განაცხადა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა მოსახლეობის ჯიბეს დაარტყამს, რაც შეეხება “უკანტაქტო პატრულირებას” ის საზოგადოების თვალთვალისთვის იქმნება.
“ხელისუფლება, აბსურდის თეატრის დადგმით არის დაკავებული, ქვეყანაში არსებული სოციალურად მძიმე მდგომარეობის ფონზე, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ხდება. ეს აუცილებლად დაარტყამს მოსახლეობის ჯიბეს. ხალხს ფული არ აქვს შეიძინოს ძვირათღირებული ავტომობილი, ამიტომაც ანიჭებს ის ასეთი ტიპის ავტომობილებს უპირატესობას. კიდევ უფრო საშიშია მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოღება და უკონტაქტო პატრულირება. პირდაპირ მინდა ვთქვა, მსგავსი პატრულირება ოპერატიულ თვალთვალს ნიშნავს. ჩვენ მივიღებთ ავტორიტარულ რეჟიმს, საადაც ყველაფერი იქნება თვალთვალის ქვეშ”- აღნიშნა დავითაიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკურ პოლიციად იქცა, რომელიც პოლიტიკოსთა თვალთვალით არის დაკავებული.
“სუს -ი უთვალთვალებს პოლიტიკოსებს, რომელსაც ამ ინიციატივით შსს სამინისტრო ემატება, როგორც ტექნიკურ ოპერატიული განყოფილება, რომელიც მოახდენს თითოეული მოქლაქის თვალთვალს. საზოგადოება მოექცევა სრული კონტროლის ქვეშ, მაღალჩინოსნები კი ივლიან “ნარუშილოვკით”- დასძინა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა.
მსგავსი მასალები:
ჯარიმების დაგროვების შემთხვევაში, მძღოლებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი