მთავარი უცხოეთის ამბები რუმინელმა სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს

რუმინელმა სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს

რუმინელმა სამართალდამცველებმა ეროვნული დღესასწაულის, “გაერთიანების დღეზე” ტერაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ტერაქტი უნგრეთის ეროვნულ-ექსტრემისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ტირგუ-სეკუესკში დაგეგმეს.
დაკავებულები გეგმავდნენ საზეიმო ღონისძიებების დროს აემოქმედებინათ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში აღმოაჩინეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი