მთავარი უცხოეთის ამბები პუტინმა კონფერენციაზე ერთობლივი ფოტოების გადაღებაზე დაიგვიანა, რათა ერდოღანს არ შეხვედროდა

პუტინმა კონფერენციაზე ერთობლივი ფოტოების გადაღებაზე დაიგვიანა, რათა ერდოღანს არ შეხვედროდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარიზში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიზანმიმართულად დაიგვიანა.

LifeNews-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა  ცერემონიის  დასაწყისში, ფოტოსურათების გადაღებაზე დაიგვიანა, რათა არ შეხვედროდა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს.

ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრას ხელი შეუშალეს კონფერენციის ორგანიზატორებმა.

მედია აღნიშნავს, რომ პუტინის თვითმფრინავი მაშინ დაეშვა, როდესაც მსოფლიო ლიდერები ერთობლივ ფოტოებს იღებდნენ.

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი