მთავარი რელიგია პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს

პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს

0 938

პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ განაცხადა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი – “ჩემი მძევალი ანგელოზები” ნახა.
“ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე მსჯავრდებული ქალები დალოცა და ბეჭდებით დაასაჩუქრა. უწმინდესის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
პრემიერ-მინისტრმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ, პატრიარქის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი