მთავარი ეს საინტერესოა მოხალისეების საერთაშორისო დღე

მოხალისეების საერთაშორისო დღე

5 დეკემბერს, მოხალისეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მზიურის ტერიტორიაზე “მწვანე მოხალისეთა” ჯგუფი “GREENVOL-ი” წარმოადგენს პრეზენტაციას .

ღონისძიებაზე მოეწყობა ააიპ ,,მეზღაპრეები-ის“ ხელნაკეთი ნივთების (მათ შორის ნარჩენების მეორადი გამოყენებით შექმნილი) გამოფენა. ტექნოლოგიური განვითარების ფონდი წარადგენს პრეზენტაციას სხვადასხვა სტუდენტური სერვისებისა და დასაქმების ფორუმების შესახებ.

მიმდებარე ტერიტორიაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დაირგვება ნერგები.

ღონიძიებას დაასრულებს მუსიკალურ ბენდ LOUDSPEAKERS-ის კონცერტი.

ღონისძიებას (პრეზენტაციას) დაესწრებიან:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი
სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” დირექტორი – ირაკლი ჟორჟოლიანი
საქართველოს ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარე – ეკა ცვარიანი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი გვილავა
ქ. თბილისის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის დირექტორის მრჩეველი – მურმან პატარაია

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”
ააიპ “თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი”
შპს “Funday Entertainment”

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი