მთავარი უცხოეთის ამბები კასპიის ზღვაში SOCAR-ის ნავთობ-პლატფორმა იწვის-გარდაცვლილია 32 ადამიანი

კასპიის ზღვაში SOCAR-ის ნავთობ-პლატფორმა იწვის-გარდაცვლილია 32 ადამიანი

აზერბაიჯანის სანაპიროსთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კასპიის ზღვაში კომპანია “სოკარის” კუთვნილი ნავთობ–პლატფორმა იწვის.ხანძარი გიუნეშ-ლის ნავთობ-საბადოზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ძლიერმა ქარმა გაზის მილი დააზიანა, რასაც აფეთქებაც მოჰყვა.მაშველებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.პერსონალის ნაწილი ისევ ალმოდებულ ობიექტზე რჩება. სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი და ათმეტრიანი ტალღები აფერხებს.ადგილზე ავიაციაც გაიგზავნა.ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შემთხვევის შედეგად 32 ადამიანია დაიღუპა. მედიის ინფორმაციით ხანძირის დროს ადგილზე 84 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი