მთავარი საზოგადოება “ვოლ სთრით ჟურნალი” და „ნიუ-იორკ თაიმსი“ სუს-ის მიერ ISIS-ისთან სავარაუდო კავშირისთვის,საქართველოში 4...

“ვოლ სთრით ჟურნალი” და „ნიუ-იორკ თაიმსი“ სუს-ის მიერ ISIS-ისთან სავარაუდო კავშირისთვის,საქართველოში 4 პირის დაკავებაზე სტატიას აქვეყნებენ

„ვოლ სთრით ჟურნალი“ და „ნიუ-იორკ თაიმსი“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდო კავშირისთვის 4 პირის დაკავებაზე სტატიას აქვეყნებენ. გამოცემები ინფორმაციას სუს-ის უფროსის მოადგილის ლევან იზორიაზე  დაყრდნობით ავრცელებენ.
„სამშაბათს ოთხი პირი დააკავეს საქართველოში, რომლებიც, სავარაუდოდ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან კავშირში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, მათ  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 11 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. ამოღებულია ისლამური სახელმწიფოს დროშა, საბრძოლო მასალა და dvd-დისკები. იზორიას თქმით, გამოძიება გრძელდება“, – წერს “ვოლ სთრით ჟურნალი”.

111
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 4 პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, ოთხი პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათი საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. ჩხრეკისას ამოიღეს იარაღი, საბრძოლო მასალა, დისკები და ისლამური სახელმწიფოს დროშა. გამოძიება მუშაობს იმის დადგენაზე, თუ რამდენად იყვნენ დაკავებული პირები ექსტრემისტული ჯგუფების მუშაობაში ჩართულნი. ბრალდებულები დასავლეთ საქართველოდან, გურიის იმ სოფლიდან არიან, სადაც ბევრი მუსულმანი ცხოვრობს. წინა დაკავებები, ძირითადად, პანკისის ხეობაში ხდებოდა“, – წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი