მთავარი უცხოეთის ამბები “ეს თქვენ სირიისათვის” – ტერორისტმა ლონდონის მეტროში სამი ადამიანი დაჭრა

“ეს თქვენ სირიისათვის” – ტერორისტმა ლონდონის მეტროში სამი ადამიანი დაჭრა

ლონდონის მეტროში, 5 დეკემბერს, გვიან ღამით დანით შეიარაღებული მამაკაცი, ყვირილით “ეს თქვენ სირიისათვის” თავს დაესხა მოქალაქეებს და სამი მათგანი დაჭრა. ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს. მომხდარის გამო მეტროსადგურის ცენტრალური ხაზის მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ლონდონის პოლიცია მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს და მოსახლეობას მოუწოდებს ფრთხილად იყოს.

სუსტი გულის მქონე ადამიანებს და ბავშვებს გთხოვთ ამ ვიდეოს არ უყუროთ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი