მთავარი უცხოეთის ამბები ერდოღანი რუს სამხედროებს პასუხობს

ერდოღანი რუს სამხედროებს პასუხობს

თურქეთს ჯერ არ დაუკარგავს სინდისი, რომ ტერორისტული ორგანიზაციისგან ნავთობი იყიდოს, – ასე პასუხობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსი სამხედროების ბრალდებას.

ერდოღანის განცხადებით, არავის არ აქვს უფლება, მისი ქვეყანა დაადანაშაულოს ექსტრემისტებისგან ნავთობის შეძენაში.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები ბოევიკების ნავთობის კონტრაბანდაში თურქეთის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მონაწილეობის შესახებ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი