მთავარი ეკონომიკა დიმიტრი ქუმსიშვილი: ,,15 დეკემბერს ველოდებით ევროკომისიისგან საბოლოო დასკვნას”

დიმიტრი ქუმსიშვილი: ,,15 დეკემბერს ველოდებით ევროკომისიისგან საბოლოო დასკვნას”

0 869

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განაცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის დასკვნა პოზიტიური იყოს.
ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დადებითი დასკვნის შემთხვევაში ევროპარლამეტი რატიპიცირებაზე მსჯელობას დაიწყებს.
“ყველამ ვიცით, რომ 15 დეკემბერს ველოდებით ევროკომისიისგან საბოლოო დასკვნას ტექნიკურ მისიაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ აღნიშნული დასკვნა იყოს პოზიტიური და იმ შემთხვევაში, თუ დასკვნა პოზიტიური იქნება, ამის შემდეგ უკვე პროცედურულად ეს დასკვნა გადაეგზავნება ევროპარლამენტს, სადაც დაიწყება უკვე მსჯელობა და აღნიშნულის რატიფიცირება. შემდეგ უკვე ყველაფერი ევროპარლამენტზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი