მთავარი კულტურა ,,განსაკუთრებული ჟურნალის“ პრეზენტაციაზე საკრებულოს წევრებმა შშმ პირებს სიგელები გადასცეს

,,განსაკუთრებული ჟურნალის“ პრეზენტაციაზე საკრებულოს წევრებმა შშმ პირებს სიგელები გადასცეს

0 1071

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში ,,განსაკუთრებული ჟურნალის“ 2015 წლის ბოლო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას, რომელიც ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ინიციატივითა და საგამომცემლო სახლის ,,ქართული ელიტა’’ ორგანიზებით მოეწყო, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ასევე შშმ პირები, ,,განსაკუთრებული ჟურნალის“ თანამშრომლები და სახვადასხვა სახელოვნებო დარგების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

11915738_447722365420146_1051210045196097164_n

საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური სიგელები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში ცნობილი მომღერლებისა და შშმ პირების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
დასასრულს საღამოს ორგანიზატორებმა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,განსაკუთრებული ჟურნალს“ საგამომცემლო სახლი „ქართული ელიტა“ გამოსცემს, რომელმაც მცირე ხნის წინ გაზეთები „ივერია“ და „დროება“ აღადგინა.
აღნიშნული რედაქციები ასევე ინტეგრირებულია და მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან დასაქმებულნი.

11062730_776175019160815_7374271504404095447_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი