მთავარი უცხოეთის ამბები აფეთქება მოსკოვში

აფეთქება მოსკოვში

აფეთქება მოსკოვში. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა პოკროვკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ გაჩერებაზე ამოქმედდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ. თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციამ  მიმდებარე ქუჩაზე ერთ- ერთი საცხოვრებელი სახლიდან 4 აზიური წარმოშობის პირი დააკავა.

აფეთქების მომენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. პოლიციამ ამოიღო ასევე მიმდებარე საცხოვრებელი სახლის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი.

სამართალდამცველების განცხადებით, ამ ეტაპზე საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი