მთავარი შოუბისზნესი ანჯელინა ჯოლი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილები მის შეცდომებს არ გაიმეორებენ

ანჯელინა ჯოლი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილები მის შეცდომებს არ გაიმეორებენ

მსახიობი და პროდიუსერი ანჯელინა ჯოლი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შვილები მის შეცდომებს არ გაიმეორებენ და ადრეული ასაკიდან  არ ექნებათ სექსუალური კავშირები მეგობარ ბიჭებთან.

ამის შესახებ მსახიობმა The Guardian-თან განაცხადა. როგორც მსახიობი ამბობს, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და დედასთან და ძმასთან ერთად გაიზარდა. სკოლიდან ასაკიდანვე მეამბოზე იყო, 14 წლისას პარტნიორი ბიჭი ჰყავდა, რომელისაც ორ წელიწადში დაშორდა.

“იმედი მაქვს, რომ ჩვენი შვილები არ გაიმეორებენ ჩემ სიგიჟეს”, – ამბობს მსახიობი.

ანჯელინა ჯოლიმ თავისი ცხოვრების ახალ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ცდილობს, მეტი დრო შვილებს და ოჯახს დაუთმოს, რამაც ის ცხოვრებაში სიმშვიდე შემოიტანა.

მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ ლტოლვილთა ბანაკში ხშირად შვილებიც მიჰყავს, ეს მათი არჩევანია და უნდა, რომ მათ სხვა სამყაროც დაინახონ, სადაც ისინი არ ცხოვრობენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი