მთავარი უცხოეთის ამბები ISIS-მა 12 სტუდენტი სიკვდილით დასაჯა

ISIS-მა 12 სტუდენტი სიკვდილით დასაჯა

ერაყის ქალაქ მოსულში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 12 სტუდენტი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ “ბიბისი” თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა ერაყელები სოციალურ ქსელში ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულზე “ისლამურმა სახელმწიფომ” გასული წლის ივნისში დაამყარა კონტროლი და შემდეგ სადაც მკაცრი პოლიციური რეჟიმია, მოქმედებს შარიათის კანონები, ქალაქზე კონტროლის დაწესების შემდეგ, ბოევიკებმა მოსულიდან არამუსლიმები გააძევეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი