მთავარი საზოგადოება Gau-ღე კარი გამოწვევას

Gau-ღე კარი გამოწვევას

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულში GAU სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით ჩაერთო.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის სპიკერი GAU-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩა. სტუდენტებმა საჯარო ლექციის სასურველ მომხსენებლად გელა ჩარკვიანი დაასახელეს.

ბატონი გელა თავისი ბიოგრაფიისა და გამოცდილების გათვალისწინებით ისაუბრებს 60-იან წლებზე, იმ რეფორმაციებზე, რომლებიც შეიძლება წყალგამყოფად ჩაითვალოს ძველ და ახალ ეპოქებს შორის.

ლექციის ბოლოს ტრადიციულად გაიმართება დისკუსია, სადაც სტუდენტებსა და სხვა სტუმრებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო კითხვების დასმა.

GAU-ს საჯარო ლექციები ყველასთვის ღიაა ♥

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი