მთავარი სპორტი ევროპის U19 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს 12 ნოემბრიდან აიღებს

ევროპის U19 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს 12 ნოემბრიდან აიღებს

0 901

12 ნოემბრიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ფეხბურთში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, შესარჩევზე მე-8 ჯგუფში იასპარეზებს და მიხეილ მესხზე უელსის, ავსტრიისა და ალბანეთის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება. ვასილ მაისურაძის გუნდი, მომავალი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” 20 კაციანი შემადგენლობით ემზადება.

გთავაზობთ განაცხადს და ტურნირის კალენდარს:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი) , ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ნადარაია, რატი კაკიაშვილი (ყველა „საბურთალო“), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), გიორგი პაპუაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), გიორგი ახალაძე („სამტრედია“)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა „საბურთალო“), შერმადინ ართმელაძე („ლოკომოტივი“ თბილისი), ნიკა ბაშელეიშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი კოხრეიძე

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („შახტარი“, უკრაინა), გურამ გოშთელიანი („საბურთალო“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“ თბილისი), ბექა მიქელთაძე („დინამო“ თბილისი) .

12 ნოემბერი
13:00 – ავსტრია vs ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)
14:00 – საქართველო vs უელსი („მიხეილ მესხი“)

14 ნოემბერი
13:00 – ავსტრია vs უელსი („მიხეილ მესხი 2“)
14:00 – ალბანეთი vs საქართველო („მიხეილ მესხი“)

17 ნოემბერი
14:00 – უელსი vs ალბანეთი („მიხეილ მესხი 2“)
14:00 – საქართველო vs ავსტრია („მიხეილ მესხი“)

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი