მთავარი მსოფლიოს ქვეყნები საფრანგეთის ავიაციამ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ახალი დარტყმები განახორციელა

საფრანგეთის ავიაციამ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ახალი დარტყმები განახორციელა

საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ახალი ავიადარტყმები განახორციელეს. კერძოდ, საფრანგეთის ავიაციამ ქალაქი რაკა დაბომბა. ინფორმაციას „ფრანს ფრესი“ ავრცელებს. რაკა „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად ითვლება და მასზე პირველი დარტყმა ფრანგულმა ავიაციამ კვირას, გვიან ღამით განახორციელა. ოპერაციაში 20 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა და მათ ისლამისტების სამეთაურო პუნქტზე და საწვრთნელ ბანაკზე 20-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო, რომლის შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი