მთავარი კულტურა ხატია ბუნიათიშვილი Coldplay- ს ახალ ალბომში დაუკრავს

ხატია ბუნიათიშვილი Coldplay- ს ახალ ალბომში დაუკრავს

0 2356

როკჯგუფმა Coldplay-მ ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი ახალ ალბომში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია,- ეს ინფორმაცია ხატია ბუნიათაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ალბომში „Head fool of dreams“ ხატია უამრავ სხვა ცნობილ შემსრულებელთან ერთად გამოჩნდება, მათ შორის იქნებიან: ბიონსე, მერი კლეიტონი, ნოელ გალაჰერი და სხვები.
ინტერნეტში სულ ახლახან გამოჩნდა პოპულარული ჯგუფის ახალი ალბომიდან სიმღერების ამონარიდი. მათ შორისაა კომპოზიცია „კალეიდოსკოპი“, რომლისთვისაც კრის მარტინმა შეარჩია ცნობილი ლექსი „სტუმართა სახლი“, სახელგანთქმული სუფისტი პოეტის, ჯალალედინ რუმის შემოქმედებიდან. ლექსი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში, ქოულმან ბარკსმა თარგმნა ინგლისურ ენაზე.
საგულისხმოა, რომ „კალეიდოსკოპში“ ბარაკ ობამას ხმაც ფიგურირებს, კომპოზიციის ბოლოს მისი ინტერპრეტაციით შესრულებული ცნობილი სიმღერა „Amazing Grace“ აჟღერდება. ეს სიმღერა, როგორც კრიტიკოსები წერენ, ალბომის ნამდვილი მარგალიტია, რომლის შექმნაშიც ქართველი პიანისტი მონაწილეობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი