მთავარი ეკონომიკა ჩინეთი საქართველოს 26 მილიონის ოდენობის გრანტს გამოუყოფს

ჩინეთი საქართველოს 26 მილიონის ოდენობის გრანტს გამოუყოფს

0 1791

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, კომბინირებული სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის შეძენის მიზნით, საქართველოს 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტს გამოუყოფს. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე ცნობად იქნა მიღებული და ფინანსთა სამინისტროს ჩინეთის ელჩის ნოტის ტექსტზე თანხმობა მიეცა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ჩინურ მხარესთან კონსულტაციები უნდა აწარმოონ და შესაბამისი დოკუმენტები გააფორმონ. გრანტის მიმღებ ორგანოდ სწორედ შემოსავლების სამსახური არის განსაზღვრული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი