მთავარი პოლიტიკა ჩვენ შევპირდით ამ მთავრობას, რომ არ ვაპატიებდით, სხვა ცოდვებთან ერთად, დენის ტარიფის...

ჩვენ შევპირდით ამ მთავრობას, რომ არ ვაპატიებდით, სხვა ცოდვებთან ერთად, დენის ტარიფის უკანონო გაძვირებას

0 596

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არ ჩაერიოს დენის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე პროცესში.

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „ლეიბორისტული პარტიის“ შუამდგომლობა, რომლითაც პარტია ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვდა. ნათელაშვილი აცხადებს, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნა „თელასის“ გაყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ ჩაერიოს ობიექტური ექსპერტიზის საკითხებში და სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს ვთხოვ, გაისიგრძეგანოს პასუხისმგებლობა ერის და ბერის წინაშე. ჩვენ შევპირდით ამ მთავრობას, რომ არ ვაპატიებდით, სხვა ცოდვებთან ერთად, დენის ტარიფის უკანონო გაძვირებას და ამ დაპირებას შევასრულებთ. სასამართლო გზით თუ უახლოესი არჩევნების გზით, ჩვენ დავამყარებთ სოციალურ სამართლიანობას ამ საკითხშიც და მთლიანად ქვეყანაშიც,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა დენის ტარიფის გაძვირების შესახებ სემეკის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი