მთავარი საზოგადოება შსს-ს „112“-ს სმენა უუნარო და სმენა დაქვეითებული პირები ესტუმრნენ

შსს-ს „112“-ს სმენა უუნარო და სმენა დაქვეითებული პირები ესტუმრნენ

0 1186

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს სმენა დაქვეითებული პირები ესტუმრნენ. „112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს „SMS“ და ვიდეო ზარების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში,სმენა უუნარო და სმენა დაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე დარეგისტრირებულიყვნენ „112“-ის მონაცემთა ბაზაში და ახალი მომსახურების ეფექტურობა პირადად შეემოწმებინათ.
„112“-ის მიზანია „SMS“ და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა სმენა უუნარო სმენა დაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან დაკავშირება. „SMS“ და ვიდეო ზარის სერვისის შექმნის პირველ ეტაპზე, „112“-მა საქართველოს მასშტაბით უკვე დაარეგისტრირა სმენა უუნარო და სმენა დაქვეითებული პირების გარკვეული ნაწილი. პროექტის მეორე ეტაპზე, სმენა უუნაროთს კავშირთან თანამშრომლობით, დაიგეგმა აღნიშნული პირების ყოველკვირეული ვიზიტი „112“-ის ოფისში. 6 თვის განმავლობაში, ყოველკვირეული ვიზიტების ფარგლებში, სმენა უუნარო და სმენა დაქვეითებულ პირებს მათთვის განსაზღვრული სერვისის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდებათ და „112“-ის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდებიან, ასევე დაათვალიერებენ „112“-ის „ქოლ-ცენტრს“ და გაეცნობიან, როგორ ხდება „SMS“ და ვიდეო ზარის მიღება.
„112“-ის „SMS“ და ვიდეო ზარის სერვისი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დაინერგა. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სმენა უუნაროთა კავშირი. „SMS“ და ვიდეო ზარების სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ სმენა უუნაროთა და სმენა დაქვეითებული პირებისთვის. სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. „112“-ში შემოსული შეტყობინება, გადაუდებელი დახმარების შესახებ, გადაეცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, პოლიციას და სახანძრო-სამაშველო სამსახურს. ვიდეო ზარის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. აღნიშნული სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებ-გვერდზე: www.112.ge.

12246722_724476194321049_5556098649230501967_n

12247042_724476204321048_8788203723043362462_n

12249675_724476200987715_619684012496953585_n

11224043_724476294321039_1286658458751903349_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი