მთავარი უცხოეთის ამბები ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა

ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა

საფრანგეთის პრეზიდენტმა. ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა  ეროვნული ასამბლეის ორივე პალატის ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.

ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ქვეყანა ტერაქტების შემდეგ  საომარ მდგომარეობაშია და საფრანგეთი არა მათ  შეკავებას, არამედ  “ისლამური სახელმწიფოს” განადგურებას შეეცდება.

 ოლანდმა ასევე დაადასტურა, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში  აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შეხვდება. მისივე თქმით,  სირიაში ექსტრემისტების ეფექტურად გამკლავებისთვის აუცილებელია ერთი დიდი კოალიციის შექმნა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი