მთავარი კულტურა ფოტოკონკურსი “მე ვხედავ მზეს”

ფოტოკონკურსი “მე ვხედავ მზეს”

უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება ფოტოკონკურსი “მე ვხედავ მზეს”.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.თემატიკა უსინათლოთა ცხოვრება, პრობლემები და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. გამარჯვებულ სამ კონკურსანტს გადაეცემა სერთიფიკატი და სპონსორებისაგან დაწესებული სხვადასხვა სამახსოვრო პრიზი.
ფოტოკონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია ” ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის” ორგანიზებით ტარდება.
შეგახენებთ , რომ უსინათლოთა საერთაშორისო დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ხარისხიანი ფოტო აღნიშნულ თემაზე და გააგზავნონ მოცემულ მეილზე youthforfuture777@gmail.com.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი