მთავარი ეს საინტერესოა „ფოლქსვაგენის“ გარშემო ატეხილი სკანდალი „პორშეს“ და „აუდისაც“ შეეხო

„ფოლქსვაგენის“ გარშემო ატეხილი სკანდალი „პორშეს“ და „აუდისაც“ შეეხო

გერმანულმა „ფოლქსვაგენმა“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეკოლოგიური ტესტის შედეგების გაყალბებას იწვევდა, „აუდისა“ და „პორშეს“ მოდელებზეც დაამონტაჟა. 
„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, მოწყობილობა დამონტაჟებული იყო 2014-2016 წლებში გამოშვებული სამლიტრიანი ძრავის მქონე Porsche Cayenne-სა და Audi Quattro-ში, ასევე თავად „ფოლქსვაგენში“.
სექტემბერში გერმანულმა ავტოკონცერნმა აღიარა, რომ მინიმუმ 11 მილიონ მანქანას აქვს დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს აყალბებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი