მთავარი რელიგია უფალს ვთხოვთ დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ხილული თუ უხილავი მტრებისგან

უფალს ვთხოვთ დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ხილული თუ უხილავი მტრებისგან

0 644

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშვეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა. პატრიარქმა ადგილზე შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ წმინდა გიორგის ცხოვრებაზე ისაუბრა:
„საქართველოს მრავალი განსაცდელი გამოუვლია, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით ის გამოსულა გამარჯვებული. დღეს ვთხოვთ უფალს, რომ დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ხილული თუ უხილავი მტრებისგან. როდესაც ადამიანს გონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან და ღმერთისგან, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ამას ვფიქრობთ უფალი ჩვენთანაა. უფალი ჩვენს გვერდითაა”, – განაცხადა პატრიარქმა.

წირვას ქაშვეთის ტაძარში პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, კულტურის მინისტრი თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

უწმინდესმა ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი