მთავარი უცხოეთის ამბები უკრაინაში მილიცია ეროვნულმა პოლიციამ ჩაანაცვლა

უკრაინაში მილიცია ეროვნულმა პოლიციამ ჩაანაცვლა

უკრაინაში მილიცია ეროვნულმა პოლიციამ ჩაანაცვლა. როგორც გამოცემა “გორდონი” იტყობინება, დღეიდან ძალაში შევიდა კანონი “ეროვნული პოლიციის” შესახებ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს ფუნქციებსა და ამოცანებს განსაზღვრავს.
კანონის თანახმად, პოლიციელებს საჯარო კონკურსის შედეგად, 4-წლიანი კონტრაქტით აიყვანენ. ეროვნულ პოლიციას საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
კანონის თანახმად, ეროვნული პოლიციის შექმნის პროცესი უახლოესი 6 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი