მთავარი უცხოეთის ამბები სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ სუდანში სატვირთო თვითმფრინავი – AH_12 ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა, South Sudan Tribune-ი იტყობინება, ავიაკატასტროფა დედაქალაქ ჯუბას სამხრეთით მოხდა. თვითმფრინავი, ჯუბას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, 800 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა
განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება მსხვერპლთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიასაშუალება Eva Radio Juba-ს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 40 ადამიანი ემსხვერპლა. South Sudan Tribune -ის ცნობით კი, ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 10 ადგილზე დაიღუპა. 2 ადამიანი კი გადარჩა.

გავრცელებული ცნობით, ეკიპაჟის 5 წევრი რუსეთის მოქალქე იყო.

კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი