მთავარი საზოგადოება სტიქიით დაზარალებულ რამდენიმე ობიექტზე სკვერების კეთილმოწყობა დაიწყო

სტიქიით დაზარალებულ რამდენიმე ობიექტზე სკვერების კეთილმოწყობა დაიწყო

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ჩიქოვანისა და კოსტავას ქუჩებზე საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი, თანამედროვე სკვერების მოწყობა დაიწყო. უფრო კონკრეტულად, იგეგმება თანამედროვე სკვერებისა და მოსასვენებელი ზონების მოწყობა მწვანე საფარით, დეკორატიული განათებებით, ავტომატური სარწყავი სისტემებითა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული საპარკო ინვენტარით.

ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოებს კომპანია „ჯეოპარკი“ ახორციელებს, პროექტები კი „დიზაინ გრუპმა“ მოამზადა.

საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, სარდაფის ტიპის საცხოვრებელი ბინებიდან მოსახლეობა გამოსახლებულია, მისი თქმით სახელმწიფომ მათი კერძო საკუთრება გამოისყიდა.

ჩიქოვანის ქუჩაზე სტიქიის დროს განადგურდა სპორტული მოედანიც, მიმდინარე პროექტში მისი გათვალისწინება ვერ მოხერხდა, შესაბამისად მისი რეაბილიტაცია 2016 წელს იგეგმება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი