მთავარი უცხოეთის ამბები საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა

საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა “პოლიტიკო”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ვისურვებდი დიდ ცვლილებებსა და რეფორმებში მონაწილეობას. ამისთვის მზად ვარ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი მოსაზრებით, ძლიერი და სტაბილური უკრაინა შეძლებს რუსეთის ექსპანსიის შეჩერებას.
“თუ უკრაინა რუსეთს არ შეაჩერებს, ჩემი მოსაზრებით, რუსეთი ადვილად წაშლის რუკიდან საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ძლიერი უკრაინა რუსეთისთვის უდიდესი გამოცდაა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორმა ასევე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი “ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის” შექმნაში დაადანაშაულა, რომელიც გარკვეულ “ბიზნეს ინტერესებს” ემსახურება.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების მიზნით დაბრუნებას, სააკაშვილმა განაცხადა: “საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა”.
გამოცემა “პოლიტიკო” აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელზე გაიგზავნა ელექტრონული პეტიცია სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ. პეტიციას 30 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი