მთავარი პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბრისთვის დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბრისთვის დანიშნა

0 737

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ავრცელებს.
უშიშორების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი