მთავარი პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, დააწყნაროს სიტუაცია

საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, დააწყნაროს სიტუაცია

0 667

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობა პირადად გადაუხადა.
როგორც ჰანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტი ცდილობს, დააწყნაროს სიტუაცია.
“მინდა, პირადად მადლობა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს მისი ჩართულობისთვის. ის ცდილობს, დააწყნაროს სიტუაცია, ის არის სადარაჯოზე უპირველეს რიგში, კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის. ის ყველაფერს აკეთებს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი იყოს დაცული და ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია იმის, რომ ქვეყანა იქნება აღქმული, როგორც თანაბარი პარტნიორი ევროკავშირის წევრი სახელმწფოებისთვის”, – განაცხადა ჰანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი