მთავარი პოლიტიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში, ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში, ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება

0 783

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში, ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. ღონისძიების გახსნამდე, თინათინ ხიდაშელი კონფერენციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს, ლიტვის, ალბანეთის, მაკედონიის თავდაცვის მინისტრები და პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის პოლიტიკა იყო.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრით დაიწყო ვიზიტი, რომელზეც ერთადერთი განსახილველი თემა იყო რუსეთი და მისი ქმედებები. ევროპაში პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ შექმნილ ფონზე, მთავარი საკითხი რაზეც თავდაცვის მინისტრები, კონფერენციის გახსნამდე, დახურულ კარს მიღმა ვთანხმდებით და ვსაუბრობთ ეს არის სწორედ რუსეთის თემა, რაც ძალიან ბევრის მთქმელი და მანიშნებელია. უსაფუძვლოა ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომელსაც სკეპტიკოსები გამოთქვამენ, რომ რუსეთთან შეთანხმება შედგება და პუტინთან კავშირის შედეგად ყველას დაავიწყდება უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ამ კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს დადასტურდება კონფერენციის ღია სხდომებზე და უკვე დადასტურდა კიდეც, სწორედ, იმ ფაქტით, რომ კონფერენციის დაწყებამდე მთავარი საკითხი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც გვაწუხებს, რაზეც გვინდა რომ შევჩერდეთ და ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ, არის რუსეთი”,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი პლენარული სხდომის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი