მთავარი საერთო საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გახსნილ ცხელ ხაზზე ამ დროისთვის ოთხი ზარია შესული

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გახსნილ ცხელ ხაზზე ამ დროისთვის ოთხი ზარია შესული

0 510

საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს მიერ გახსნილ ცხელ ხაზზე ამ დროისთვის ოთხი ზარია შესული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავად ცხელი ხაზის ოპერატორმა განუცხადა.
“ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ მხოლოდ ოთხი ზარი. აქედან ორს აინტერესებდა ექნებათ თუ არა დღეს შესაძლებლობა გადაკვეთონ საზღვარი. ვინაიდან ღამით დარეკეს, სრულ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდით. ნომრები ჩავინიშნეთ და დღეს ვუპასუხებთ. დანარჩენ ორს კი უბრალოდ პარიზში არსებული სიტუაცია და ის აინტერესებდა, რამდენად უსაფრთხო იყო გარეთ გასვლა, რაზეც მიიღეს გაფრთხილება, რომ გარეთ გასვლა აკრძალულია საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე”, – აღნიშნავენ საელჩოში გახსნის ცხელ ხაზზე.
საფრანგეთში წუხელ ღამით რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე ტერაქტები განხორციელდა. შედეგად 150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი