მთავარი უცხოეთის ამბები რუსულმა „გაზპრომმა“ უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა

რუსულმა „გაზპრომმა“ უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა

რუსულმა „გაზპრომმა“ უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. ამის შესახებ „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა განაცხადა. მისი თქმით, წინასწარ გადახდილი თანხა ამოიწურა, ხოლო ახალი გადახდა არ შესრულებულა.
„ამის შემდეგ უკრაინამ გაზის საცავებში არსებული აირის გამოყენება დაიწყო. რუსული აირის შეძენაზე უარის თქმა ევროპის მომხმარებლისთვის გაზის საიმედო ტრანზიტს საფრთხეს უქმნის. ასევე ამან შეიძლება ზამთრის სეზონზე უკრაინელი მომხმარებლისთვის გაზის მიწოდების მხრივ პრობლემები შექმნას“, – განაცხადა მილერმა.
2 დღის წინ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინა რუსულ ბუნებრივ აირს არ შეიძენს. უკრაინელი მინისტრის თქმით, ქვეყანა ბუნებრივ აირს ალტერნატიული წყაროებიდან მიიღებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი