მთავარი პოლიტიკა ” ”რუსთავი-2″ არის ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა” (ვიდეო)

” ”რუსთავი-2″ არის ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა” (ვიდეო)

0 1054

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკარინის ტელემაუწყებლობის გადაცემაში “Люди. Hard Talk. LIVE”, “რუსთავი 2”-ის მოვლენების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუცია მათ ერთად “გააკეთეს”.

“მე ყველანაირად ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში. “რუსთავი 2” იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა და მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ ქართულ ტელემაუწყებლობებს პატივს ვცემ, ეს არის ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა საქართველოში.

მე მასთან ერთად გავიზარდე, როდესაც ახალგაზრდა პარლამენტარი ვიყავი. “რუსთავი 2” საქართველოს სასამართლო სისტემის გადარჩენას ცდილობდა და ჩვენ დავეხმარეთ მას, მერე ერთად გავაკეთეთ ვარდების რევოლუცია.

ჩვენ სხვადასხვა პერიოდი გამოვიარეთ ერთად, მერე ისინი მაკრიტიკებდნენ კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაზე საინტერესო ტელემაუწყებლობაა, ხოლო ახლა საქმეში ერევიან რუსი ოლიგარქები, “გაზპრომი”-ს უმსხვილესი აქციონერები, ივანიშვილი, რომელიც არაფორმალურად მართავს საქართველოს, რეალურად არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია და არც პარლამენტარია, არც სახელმწიფოშია, მან, ყველანაირი სამართლებრივი კანონების დაცვის გარეშე განაცხადა, რომ ეს ტელემაუწყებლობა ახლა იმას კი არა, ამას ეკუთვნისო.

გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ჩვენ არ მოგვწონს გადაცემების შემადგენლობაო, ზუსტად ასე თქვა… და ამის გამო ჩვენ ყველას, დირექტორებსაც შევცვცლითო. მე რუსების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან რუსული ზომები რუსეთი არ არის, რუსული ზომები არის პუტინი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი