მთავარი უცხოეთის ამბები რუსეთს ვურჩევ, ცეცხლს ნუ ეთამაშება

რუსეთს ვურჩევ, ცეცხლს ნუ ეთამაშება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთს სიფრთხილისგენ მოუწოდა.
„რუსეთს ვურჩევ, ცეცხლს ნუ ეთამაშება“ – განაცხადა ერდოღანმა.

ეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტმა პუტინის განცხადების შემდეგ გააკეთა.

ვლადიმერ პუტინმა ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქული მხარის განცხადება, თითქოს სუ-24 იდენტიფიცირების გარეშე იქნა ჩამოგდებული, სისულელეა.

ერდოღანის თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. მისივე თქმით, თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურს და სუ-24-ის ჩამოგდება, მხოლოდ ქვეყნის საზღვრების დაცვას წარმოადგენდა. ერდოღანის თქმით, 24 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, ის რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშრებას ცდილობს, თუმცა ვლადიმირ პუტინი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ 30 ნოემბერს, პარიზში დაგეგმილ კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, ის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შეძლებს.

შეგახსენებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო “ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა”. მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი