მთავარი კულტურა პრესკონფერენცია „არტისტერიუმი“

პრესკონფერენცია „არტისტერიუმი“

0 571

5 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია „არტისტერიუმის“ შესახებ, რომელსაც 6-16 ნოემბერს, თბილისში, სხვადასხვა საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მენეჯერი ნანა გიორგაძე, არტისტერიუმის კურატორი მაგდა გურული და თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების კურატორი ლიკა მამაცაშვილი.
რიგით VIII თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 2015“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და ასოციაცია „არტისტერიუმის“ ორგანიზებით ტარდება.
2015 წლის „არტისტერიუმის“ მთავარი თემაა – „რას ფიქრობ დღეს?“/What’s on your mind? თბილისის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ კორეიდან, ფინეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.
12108885_891736600874615_1697714220397677642_n
ფოტო : გელა ბედიანაშვილი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი