მთავარი რეგიონი პირველადი ინფორმაციით, ჩვილის ცხედარი 25 წლის წინანდელია

პირველადი ინფორმაციით, ჩვილის ცხედარი 25 წლის წინანდელია

0 705

ბათუმში ყოფილი პროზექტურის ტერიტორიაზე ჩვილის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჩვილი დიდი ზომის ქილაში იყო მოთავსებული.
პირველადი ინფორმაციით, ჩვილის ცხედარი 25 წლის წინანდელია. ის საბჭოთა კავშირის დროინდელი ლაბორატორიის ნიმუშად გამოიყენებოდა.

ცხედარი ბავშვებმა იპოვეს, რომელიც პროზექტურის ეზოში თამაშობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი