მთავარი უცხოეთის ამბები პეტრო პოროშენკო მოსახლეობას რუსეთთან სავაჭრო ომისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს

პეტრო პოროშენკო მოსახლეობას რუსეთთან სავაჭრო ომისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს მოუწოდა, მზად იყვნენ იმ სავაჭრო ომისთვის, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა, რუსეთმა წამოიწყოს მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან – იმ დროიდან, როდესაც ძალაში შევა შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
“უნიანის” ინფორმაციით, ამის შესახებ პოროშენკომ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილი მოლმსტრიმთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონა, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.
მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთი უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტებზე ემბარგოს დააწესებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი