მთავარი ეკონომიკა პარიზის ტერაქტის შემდეგ ევროს კურსი დაეცა

პარიზის ტერაქტის შემდეგ ევროს კურსი დაეცა

0 825

პარიზში მომხდარი ტერაქტების ფონზე ევროს კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. 
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს კურსმა დოლართან მიმართებაში 1,0687 დოლარი შეადგინა და თითქმის მიუახლოვდა ექვსთვიან მინიმუმს, რომელიც 10 ნოემბერს დაფიქსირდა (1,0675 დოლარი). 
შედარებით მოიმატა ევროს ფასმა იენთან მიმართებაში – ერთი ევროს ღირებულებამ დღეს დილით 131,33 იენი, ერთი დოლარის ფასმა კი 122,45 იენი შეადგინა.
„პარასკევს პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა სარისკო აქტივებიდან სახსრების გადინება გამოიწვია, რომელსაც ამ შემთხვევაში, ევროც მიეკუთვნება. ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან დაბალი საპროცენტო განაკვეთების მხრივ, ევრო ძალიან მყარი ვალუტაა, თუმცა როდესაც მოვლენები უშუალოდ ევროზონაში ხდება, ვალუტა გაუფასურდება“, – განაცხადა Macquarie ბანკის ანალიტიკოსმა ნიზამ იდრისმა. 
პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 129 ადამიანი დაიღუპა, 352 კი დაჭრილია. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი