მთავარი სამართალი პაატა სალია: საყევარიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერება შესაძლოა, დროებითი მოვლენა იყოს

პაატა სალია: საყევარიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერება შესაძლოა, დროებითი მოვლენა იყოს

0 665

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, რევაზ საყევარიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერება შესაძლოა, მხოლოდ დროებითი მოვლენა იყოს.
ადვოკატის თქმით, ნაწილობრივ მათი მოთხოვნა ჯერ კიდევ ძალაშია, უბრალოდ გარკვეული პერიოდით გადავადდა. მისი განცხადებით, დავით დვალთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ადვოკატები განჩინების შემდეგ იმსჯელებენ.
„ნაწილობრივ ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ ძალაშია. უბრალოდ გადავადდა გარკვეული პერიოდით. ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, მაქსიმუმი ორი თვის ვადა, როდესაც სააპელაციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს ამ განჩინების კანონიერებასთან დაკავშირებით. თუ ამ ორი თვის ვადაში ზემდგომი სასამართლო ჩათლის, რომ ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება სწორია, მაშინ რევაზ საყევარიშვილი იქნება დროებითი მმართველი და ისევ შეუჩერდებათ დირექტორებს თავიანთი უფლებამოსილება. რაც შეეხება დავით დვალს, ამასთან დაკავშირებით გავეცნობით სასამართლოს დოკუმენტაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივროთ თუ არა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი