მთავარი საერთო მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მოძრაობა შეზღუდულია

მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მოძრაობა შეზღუდულია

0 621

მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მოძრაობა შეზღუდულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიდან გახდა ცნობილი, ამ წუთებში მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მგზავრთა ჩასხდომა არ ხდება. კომპანიაში ამის მიზეზად მეტროსადგურ “300 არაგველში” წრმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზს ასახელებენ, კერძოდ, ავტოგადასაბმელის დაზიანებას.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის გამო “ვაგზლის მოედნიდან” “ახმეტელის მიმართულებით” მოძრაობა შეძღუდვის გარეშე ხორციელდება. მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “თავისუფლების მოედნამდე” კი მატარებლების მოძრაობა შეზღუდულია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას რამდენიმე საათში ჰპირდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი