მთავარი უცხოეთის ამბები მედიაში “სუ-24″-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა

მედიაში “სუ-24″-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა

ინტერნეტსივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავის “სუ-24″-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა. “ბიბისი” წერს, რომ რუსი მფრინავი კატაპულტირებისას დაიღუპა. ვიდეოკადრებში სამხედრო ფორმაში ჩაცმული აჯანყებულებიც ჩანან.
რუსული “სუ-24″ სირიის პროვინცია ლატაკიაში, იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც აჯანყებულთა დაჯგუფებები აკონტროლებენ.
თურქულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა.
კრემლში განაცხადეს, რომ მომხდარი – “ძალიან სერიოზული ინციდენტია”, თუმცა დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
თურქულმა წყარომ მომხდარზე საუბრისას სააგენტო “როიტერთან” განაცხადა, რომ სამხედროები “თურქეთის სუვერენიტეტს იცავდნენ”.

ვიდეოში გავრცელებული დიალოგის თარგმანი:

-ვინ მოიყვანა ?
– ჩვენ! ეს არის რუსული პილოტი. ძმებო დიდება ალაჰს! დიდება ალაჰს ! მეათე ბრიგადამ დაიჭირა რუსული პილოტი. დიდება ალაჰს! ალაჰის გარდა სხვა ღმერთი არარსებობს

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი